ძვირადღირებული ნახატებს აყალბებენ და ყიდიან – რას ამბობს ავტორი მხატვარი

“არყის ხეები, “მშვიდობის ინფანტა”,”ზარდახშები” და “პროპაგანდა” – ეს მხატვარ ოლეგ ტიმჩენკოს ნამუშევრებია, რომლებსაც თაღლითები აყალბებენ და ყიდიან.
თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული მხატვრის ოლეგ ტიმჩენკოს ტილოები ძვირად ფასობს.
ყალბ ნამუშევრებს ყიდიან არამხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ. ოლეგ ტიმჩენკოს ინფორმაციით, უკვე მოპოვებული მტკიცებულებებით, მისი დაახლოებით 10 ნამუშევარია გაყალბებული. ყველა ვერსიას ახლა კონკრეტული მფლობელები ჰყავთ.
ოჯახმა იურისტი დაიქირავა, თავიდან ყველაფერს ადვოკატის რჩევით აკეთებდნენ, ფაქტს არ ახმაურებდნენ და გამყალბებლის კვალზე გასვლასაც ანონიმურად ცდილობდნენ. დაგეგმეს კონკრეტული ექსპერიმენტიც, თუმცა უშედეგოდ.
ტიმჩენკოები დარწმუნებულები არიან, რომ გამყალბებლის კვალზე ადრე თუ გვიან გასვლას მაინც შეძლებენ.
წყარო: მთავარი არხი

ასევე დაგაინტერესებთ