“ეს რეალობაა! F-16 უკრაინაშია და ჩვენი სახელმწიფოსთვის ვიყენებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ

“ახლა დადგა ახალი ეტაპი უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების განვითარებაში”, – განაცხადა ღონისძიების დროს პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელმაც თავის სიტყვაში გაიხსენა ის ძალისხმევა, რაც წინ უძღოდა დასავლეთის საბრძოლო ავიაციის მიღებას.
“ჩვენ ასობით შეხვედრა და მოლაპარაკება გავმართეთ ჩვენი ავიაციის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, ჩვენი საჰაერო თავდაცვის, ჩვენი თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გასაძლიერებლად. პასუხად ხშირად გვსმენია: შეუძლებელია! მაგრამ მიუხედავად ამისა, შესაძლებელი გავხადეთ… ახლა კი ეს მართლაც რეალობაა, რეალობა ჩვენს ცაზე, F-16-ი შია”, – განაცხადა მ.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა, იმ პარტნიორ ქვეყნებს, რომლებმაც გაიზიარეს F-16-ის მოწოდების თაობაზე უკრაინის მოთხოვნა. კერძოდ, ს, ნიდერლანდსა და -ს.
ამავე დროს ზელენსკის არ უთქვამს, თუ ამჟამად რამდენი F-16-ია უკრაინაში, მაგრამ აღნიშნა, რომ საჰაერო ძალებმა უკვე დაიწყეს მათი გამოყენება უკრაინის სახელმწიფოსთვის.
ივლისის ბოლსო ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ მიიღო ამერიკული გამანადგურებლების პირველი პარტია, „მცირე“ რაოდენობა, როგორც ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყებოდა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.
· უკრაინის ხელისუფლება ს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული მოყოლებული ითხოვს დასავლური წარმოების მოიერიშე თვითმფრინავებს. 2023 წელს შეერთებული შტატების თანხმობით რამდენიმე ქვეყანამ გადაწყვიტა ასეთი თვითმფრინავების სთვის გადაცემა, აღნიშნავს რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური.
· მაისის ბოლოს უკრაინელი მფრინავების პირველმა ჯგუფმა დაასრულა შეერთებულ შტატებში გამანადგურებელ F-16-ზე წვრთნა. ისინი 2023 წლის ოქტომბრიდან გადიან წვრთნას არიზონის შტატში, 162-ე საჰაერო გვარდიის ბაზაზე. სკოლის დამთავრების შემდეგ პილოტები ევროპაში გაემგზავრნენ დამატებითი მომზადებისთვის.
· ამერიკული გამანადგურებელი თვითმფრინავი (General Dynamics F-16) მეოცე საუკუნის 70-იანი წლების შუა ხანებიდან იწარმოება. ის არის მეოთხე თაობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამანადგურებელი, შექმნილი როგორც საჰაერო სამიზნეების დასაჭერად, ასევე სახმელეთო სამიზნეების გასანადგურებლად. თვითმფრინავები შეიარაღებაში ჰქონდა 20-ზე მეტ ქვეყანას. 2023 წლის მონაცემებით, სხვადასხვა ქვეყნის საჰაერო ძალების შემადგენლობაში იყო 2100-ზე მეტი ასეთი თვითმფრინავი.