რა სიგნალია ინვესტორებისთვის არბიტრაჟში სახელმწიფოს გამართლება – ანაკლიის პორტის მაგალითი

საარბიტრაჟო სასამართლომ „ანაკლიის კონსორციუმს“ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება დააკისრა. შესაბამის სარჩელზე განხილვა უკვე დასრულდა და დაადგინა, რომ მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება კანონიერად შეწყვიტა. საუბარია, 2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებაზე და იმ პერიოდზე, როდესაც ანაკლიის პორტის აშენების უფლება ს და ბადრი ჯაფარიძეს მიენიჭა, თუმცა ინვესტორის მიერ საინვესტიციო ვალდებულებების მრავალჯერადი დარღვევის გამო, მთავრობა იძულებული გახდა საინვესტიციო ხელშეკრულება შეეწყვიტა.
არბიტრაჟმა მოსარჩელეს მილიარდ ნახევარი დოლარის ანაზღაურებაზეც უარი უთხრა და პიქირით, მას საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია, ხშირად გადამწყვეტიც, ხედავადეს სახელმწიფოს დამოკიდებულებას ბიზნესისა და კერძო სექტორისადმი. ექსპერტი ამირან სალუქვაძე ხაზს უსვამს, რომ არბიტრაჟის ასეთი გადაწყვეტილება სახელმწიფოს პრესტიჟისთვის მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, პირიქით რომ მომხდარიყო, გადაწყვეტილება უარყოფითად იმოქმედებდა ბიზნესგარემოზე, ინვესტორებზე და საქართველოსადმი საინვესტიციო დამოკიდებულებაზე.
“დადსტურდა, რომ სახელმწიფო კერძო კომპანიასთან იყო მართალი და ეს ჰქმნის იმის ძალიან კარგ გარანტიას პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. ნებისმიერი ინვესტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხედავადეს სახელწმიფოს დამოკიდებულებას ბიზნესისა და კერძო სექტორისადმი, რაც ამ გადაწყვეტიელბამ დაადასტურა. სახელმწიფო 100%-ით გამართლდა. სახელმწიფოს წლები დასჭირდა იმისათვის, რომ ამ პროექტის განხორციელება ხელახლა დაეწყო. როცა თანხმობა არავინ გამოთქვა, გარდა ჩინური კომპანიისა, აქაც კი ჩაერთვნენ დამაზიანებელ პროცესში, პოლიტიკური განცხადებებით, რომ თურმე ჩინელებისთვის არ შეიძლება პროექტის მიცემა. ამაზე საუბრობენ მაშინ, როცა ხაზარაძის შემთხვევაში სახელწმიფოს წილი იქნებოდა ნული პროცენტი, დღეს კი სახელმწიფო ანკლიის პორტის პროექტში ფლობს საკონტროლო პაკეტს – 51%-ს”, – ამბობს სალუქვაძე.
კიდევ ერთი ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე, ფიქრობს, რომ ანაკლიასთან დაკავშირებით ხაზარაძეს საზოგადოებისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი. რაც შეეხება სახელმწიფოს, მისი გამართლება ინვესტორს ეუბნება, რომ ამ ქვეყანაში ბიზნესტერორის და რეკეტის დრო წარსულს ჩაბარდა. ცუცქირიძის განმარტებით, ინვესტორი ცდილობს უსაფრთხო გარემოში წამოიწყოს საქმე, სადაც მისი ბიზნესსაქმიანობა დაცული და სამართლით გარანტირებული იქნება. გიროგი ცუცქირიძე ამტკიცებს, რომ ანაკლიის პორტის საქმემ ეს დაადასტურა.
“პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით საბოლოოდ დადგინდა, რომ სრული სიცრუე იყო, რომ პროექტი შეჩერდა სახელმწიფოს მხრიდან ხელისშეშლის გამო, რასაც ამ წლების მანძილზე ბატონი ხაზარაძე გვიმტკიცებდა. მისი მოთხოვნა 1.5 მიულიარდი დოლარის ანაზღაურებაზე უარყოფილი იქნა და აქეთ დაეკისრა კონსორციუმს საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება. წლების მანძილზე საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და ამ მეტად მნიშვნელოვანი პროექტის ჩაგდების გამო, ბატონი ხაზარაძე წუხილს კი არ უნდა გამოხატავდეს არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამო, პირიქით, საზოგადოებას ბოდიშს უნდა უხდიდეს ამ ყველაფერზე, ხოლო პოლიტიკაში ამის მწარე შედეგს 26 ოქტომბერს თავად იხილავს!” – ამბობს გიორგი ცუცქირიძე.
არბიტრაჟის გადაწყვეტილებას “სამწუხარო” უწოდა თავად ხაზარაძემ. ის მაინც იმ აზრზეა, რომ ანაკლიის პორტის აშენებას ხელი “ქართულმა ოცნებამ” შეუშალა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი აცხადებს, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებაზე ხაზარაძე-ჯაფარიძის დუმილი არის უსუსური მცდელობა, რომ ეს გადაწყვეტილება გადაფარონ.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელზე საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა დღეს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე.
„ამბობენ, სამართალი ურმით დადისო, მაგრამ ბატონ [მამუკა] ხაზარაძეს და [ბადრი] ჯაფარიძეს როგორც ჩანს, სამართალი სწრაფი მატარებლით წამოეწია ს წინ. საკუთარ სამშობლოსა და სახლს სთხოვდნენ მილიარდ-ნახევარი დოლარის კომპენსაციას. სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება რომ არ მიეღო, მოქალაქეებს უნდა გადაეხადათ, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ 650 000 დოლარი სახელმწიფოსთვის თვითონ აქვთ გადასახდელი. მაგრამ აქ მთავარი, რა თქმა უნდა, თანხები არ არის. მთავარია, რა სიმართლე დაადგინა საერთაშორისო არბიტრაჟმა. გაირკვა, რომ ეს ბატონები წლების განმავლობაში სულ ტყუილად და უსამართლოდ ადანაშაულებდნენ თავის ქვეყანას, ცილს სწამებდნენ ხელისუფლებას და ფულს სთხოვდნენ ხალხს ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ დეზინფორმაციაზე, რასაც ისინი ავრცელებდნენ. ისინი საკუთარ სახელმწიფოს აბრალებდნენ პროექტის ჩავარდნას, სინამდვილეში კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ სწორედ მათ გამო დაიკარგა დრო, შემოსავალი და პორტის პროექტი ამიტომ გადაიდო დროში. თუმცა, ამას ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. საქართველოს ეკონომიკას გავაძლიერებთ და რა თქმა უნდა, განვავითარებთ ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.