ანა დოლიძე – “ქართული ოცნება“ ორპოლუსიანობის გაღვიძებას ცდილობს

ისევ და ისევ გაცვეთილი „ქოცნაცობა“ და ორპოლუსიანობის გაღვიძება – თავად „ქართული ოცნება“ ააქტიურებს სააკაშვილს და მის საკითხს, რომ შუა გაკრიფოს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, „ძლიერი საქართველოს“ წევრები არავის მისცემენ საშუალებას, რომ „ორპოლუსიანობის გაღვივებით სამშობლო მოგვტაცონ“.
„ისევ და ისევ გაცვეთილი „ქოცნაცობა“ და ორპოლუსიანობის გაღვიძება, თავად „ქართული ოცნება“ ააქტიურებს სააკაშვილს და მის საკითხს, რომ შუა გაკრიფოს. ამასობაში, ნაკლები სამუშაო ადგილები, გაუარესებული ხელფასები, შეჩერებული პროექტები – „რუსული კანონის“ და გაჩერებული დახმარებების გამო. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ორპოლუსიანობის გაღვივებით სამშობლო მოგვტაცონ. ჩვენ მაინც ვიზრუნებთ იმაზე, რომ საქართველო დაბრუნდეს, როგორც სრულუფლებიანი წევრი დასავლური სამყაროსი, შეიქმნას სამუშაო ადგილები, გატარდეს რეფორმები და ხალხს სამართლიანი ანაზღაურება მიეცეს. ვერავითარი პროპაგანდა ხელს ვერ შეგვიშლის“, – წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ