სიმონსი კვლავ “ლაიფციგში” – პსჟ-ისთან შეთანხმება შედგა

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 21 წლის ნიდერლანდელი შემტევი ხავი სიმონსი მომავალ სეზონშიც “ლაიფციგში” იასპარეზებს.
ახალგაზრდა ფეხბურთელი გერმანულ კლუბში გასულ სეზონშიც იჯარით თამაშობდა, შემდეგ ის პსჟ-ის დაუბრუნდა, მაგრამ ფრანგებმა “ლაიფციგს” სიმონსი კიდევ 1-წლიანი იჯარით დაუთმეს, თუმცა მათ გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.
სიმონსმა გასულ სეზონში ჯამში 43 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 10 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.