ტექნიკური განათლების მიმღები გოგოების პროცენტული წილი 46%-ით ჩამორჩება ბიჭების წილს

საქართველოში ტექნიკური განათლების მიმღები გოგოების პროცენტული წილი 46%-ით ჩამორჩება ბიჭების წილს, – ამის შესახებ ამის შესახებ იუწყება არასამთავრობო ორგანიზაცია ISET Policy Institute-ი, რომელიც უნივერსიტეტში დაფუძნებული ერთ-ერთი პირველი ანალიტიკური ორგანიზაცია სამხრეთ კავკასიაში.
ორგანიზაციის შეფასებით, ტექნიკური განათლება ხელს უწყობს ქალების მაღალანაზღაურებად სექტორებში დასაქმებას, რაც საბოლოოდ ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე აისახება.
მათივე დათვლით, საქართველოში დაბალანაზღაურებად სექტორებში (განათლება; ჯანდაცვა და სოც. მომსახურება) 5-ჯერ მეტი ქალია დასაქმებული, ვიდრე კაცი.
ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ქალების მაღალანაზღაურებად სექტორებში დასაქმება მათ ეკონომიკურ გაძლიერებას ნიშნავს, რაც ქვეყანაში მეტი დოვლათის დაგროვებას უწყობს ხელს.
შეგახსენებთ, ჩვენს ქვეყანაში კაცების დასაქმების დონე 43%-ით მაღალია, ვიდრე ქალების და, როგორც ორგანიაცია განმარტავს, შრომის ბაზარზე ქალების ჩართულობის ზრდა მნიშვნელოვანია არამხოლოდ ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის, არამედ მთლიანად ეკონომიკის განვითარებისთვის.
ორგანიზაცია მიუთითებს იმაზეც, რომ საქართველოში ქალები აუნაზღაურებელ საოჯახო შრომასა და ზრუნვაზე დღეში 5-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე კაცები.
ამავდროულად, საქართველოში ტექნიკური განათლების მიმღები გოგოების პროცენტული წილი 46%-ით ჩამორჩება ბიჭების წილს.

ასევე დაგაინტერესებთ