მიდის მიზანმიმართული დევნა როგორც დამოუკიდებელ ჟურნალისტზე, რომელიც ამხელს აზერბაიჯანში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას – ადვოკატი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ადვოკატის დიმიტრი ნოზაძის განცხადებით, მიმდინარეობს მიზანმიმართული დევნა დამოუკიდებელ ჟურნალისტზე, რომელიც აზერბაიჯანში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ამხელს.
მისი განმარტებით, ოჯახის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება დღეს არ ჰქონდათ, რადგან ის აზერბაიჯანულ ენაზე იყო.
„სამწუხაროდ დღეს არ გვქონდა ის მტკიცებულება, რომელიც დღეს ოჯახმა აზერბაიჯანულ ენაზე წარმოადგინა. ეს არის მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც გაცემულია ივნისის თვეში, რომ მის წინააღმდეგ არანაირი საქმე არ არის აღძრული. თუმცა, გადაწყვეტილება, რომელიც თბილისში, პროკურატურაშია გამოგზავნილი, 2024 წლის 9 მაისს აღიძრა საქმე. საქმის აღძვრის გადაწყვეტილბა აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო. 10 მაისს სასამართლომ აღკვეთი ღინიძიება გამოიტანა და 11 მაისს პირი ძებნაზე დასვა. მიდის მიზანმიმარტული დევნა როგორც დამოუკიდებელ ჟურნალისტზე, რომელიც ამხელს იქ არსებულ პოლიტიკურ ვითარებას“, – აღნიშნა დიმიტრი ნოზაძემ.
ამასთან, საქმის პროკურორი, კონსტანტინე ცაცუა განმარტავს, რომ სადიგოვს ორ ეპიზოდში ედება გამოძალვაზე ბრალი, რის გამოც მათ მიიღეს გადაწვეტილება, რომ აღკვეთი ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა – პატიმრობა მოეთხოვათ.
ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვის 3 თვის ვადით საექტრადაციო პატიმრობა შეეფარდა, -აღნიშნული გადაწყვეტილები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამათლემ ქეთევბან ჯანაძემ მიიღო.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას არ დაუშვას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში და უპირობოდ დაიცვას ადამიანის უფლებების დაცვის უზენაესობის პრინციპი.
წყარო: ინტერპრესნიუსი

ასევე დაგაინტერესებთ