როდის დასრულდება ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა – ღირებულება 95 689 302 ლარია

ხულო-ზარზმის მონაკვეთის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა და გზის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ბეშუმში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ძალიან მკაფიო განაცხადი და დაპირება შესრულდება.
“დღეს ძალიან მკაფიოდ ითქვა, მათ შორის, ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის მხრიდან, რომ ბოლო ეტაპზეა ხულო-ზარზმის მონაკვეთის სამუშაოები და გზის მშენებლობა დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე. ეს არის ძალიან მკაფიო განაცხადი და ეს დაპირება შესრულდება. ამაზე ძალიან მკაფიოდ ითქვა დღევანდელ დღეს “, – განაცხადა პრემიერმა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის ტენდერი 2017 წელს გამოცხადდა, სამუშაოები კი 2018 წელს დაიწყო. სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სამშენებლო კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდა, რის გამოც სამუშაოები 2021 წლის დასაწყისში განაახლა ახალმა კონტრაქტორმა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საერთაშორისო შესყიდვების წესით ჩატარებულ ტენდერებში გამარჯვებული და დონორ ორგანიზაციებთან შეთანხმებული კომპანიები ახორციელებენ.
უწყების განმარტებით, მაღალმთიანი რეგიონისათვის დამახასიათებელი მკაცრი კლიმატური პირობები ზღუდავს სამუშაოების შესაბამისი ტემპით განხორციელებას.
სამუშაოების საერთო ღირებულება 95 689 302 ლარია.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა