დაბალი IQ-ს მქონე ინდივიდების კომბინაციამ გაანადგურა ჩვენი ქვეყანა – ტრამპი ჰარისსა და ბაიდენზე

კამალა ჰარისს არ აქვს გონებრივი შესაძლებლობები, რომ ჩემს წინააღმდეგ ნამდვილ დებატებში ჩაერთოს, რომელიც პენსილვანიაში 4 სექტემბერსაა დაგეგმილი, – ამის შესახებ -ის ყოფილი პრეზიდენტი და საპრეზიდენტო კანდიდატი პლატფორმა Truth Social-ში წერს.
„მას ეშინია ამის გაკეთება, რადგან არ შეუძლია გაამართლოს თავისი კორუმპირებული და ღია საზღვრები, ჩვენი ქვეყნის გარემოს განადგურება, ავღანეთის სირცხვილი, გაურკვეველი ინფლაცია, საშინელი ეკონომიკა, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და გადასახადები“, – წერს ტრამპი.
მისი თქმით, ის ჰარისს 4 სექტემბერს შეხვდება, ან დებატები საერთოდ არ შედგება.
„მე მას ვნახავ 4 სექტემბერს, ან საერთოდ არ ვნახავ. ის აღიარებულია, როგორც ყველაზე ცუდი ვიცე-პრეზიდენტი ისტორიაში, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს ყველაზე ცუდი პრეზიდენტის, თაღლითი ს წინააღმდეგ. ამ ორი დაბალი IQ-ს მქონე ინდივიდის კომბინაციამ გაანადგურა ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ ამერიკას კვლავ დიდებულს გავხდით“, – აცხადებს ტრამპი.
შეგახსენებთ, აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატები, დონალდ ტრამპი და პირველი დებატების თარიღსა და მასპინძელ მაუწყებელთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ აღწევენ. ჰარისის საარჩევნო გუნდი დებატების ჩატარებას ABC News-ზე 10 სექტემბერს ითხოვს, ისე, როგორც ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის იყო დაგეგმილი, დონალდ ტრამპი კი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო რბოლის დატოვების შემდეგ ABC News-ზე დაგეგმილი დებატები შეწყდა და დათანხმდა Fox News-ის შეთავაზებას კამალა ჰარისთან დებატების 4 სექტემბერს გამართვასთან დაკავშირებით.
წყარო: ინტერპრესნიუსი