ირაკლი კობახიძე – ხაზარაძე-ჯაფარიძემ ქართულ სახელმწიფოსთან დავა წააგეს, ნებისმიერი მათი მცდელობა, რომ მარცხი გადაფარონ, არის უსუსური და განწირულია წარუმატებლობისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი აცხადებს, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებაზე ხაზარაძე-ჯაფარიძის დუმილი არის მცდელობა, რომ ეს გადაწყვეტილება გადაფარონ.
როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხაზარაძე-ჯაფარიძემ საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო დონეზე შეიტანეს და ეს დავა წააგეს ქართულ სახელმწიფოსთან.
„უსუსური მცდელობაა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება გადაფარონ, თუმცა საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებას ისინი ვერანაირად ვერ გადაფარავენ. მათ შეიტანეს შესაბამისი საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო დონეზე და ეს დავა წააგეს ქართულ სახელმწიფოსთან, ამის მერე ნებისმიერი მცდელობა, რომ ეს მარცხი გადაფარონ არის უსუსური და განწირულია წარუმატებლობისთვის“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ