Axios – ისრაელი ირანის მხრიდან თავდასხმისთვის ემზადება – ამერიკელი გენერალი ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა

სამმა ამერიკელმა და ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმას ორშაბათისთვის ელოდებიან, – ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამ ფონზე, შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის გენერალი მაიკლ კურილა ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა. Axios-ი წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი ვიზიტი ისრაელს, ირანსა და „ჰეზბოლას“ შორის ბოლოდროინდელ ესკალაციამდე იყო დაგეგმილი, კურილა სავარაუდოდ შეეცდება მოახდინოს იგივე საერთაშორისო და რეგიონული კოალიციის მობილიზება, რომელიც ს 13 აპრილს ირანის თავდასხმისგან თავდაცვაში დაეხმარა.
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დაძაბულობა ბეირუთში „ჰეზბოლას“ მეთაურის, ფუად შუკრისა და თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ გაიზარდა. ირანი და „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და „ჰეზბოლასთან“ ერთად შურისძიების პირობას დებენ.
Axios-ი წერს, რომ ისრაელზე ირანის შესაძლო თავდასხმისთვის მზადყოფნისთვის, შეერთებული შტატები ზრდის თავის ძალებს ახლო აღმოსავლეთში და რეგიონში დამატებიით სამხედრო ხომალდებს და ავია გამანადგურებლებს აგავნის. -ის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ირანის ნებისმიერი ქმედება იგივე სქემის მიხედვით განხორციელდება, როგორც 13 აპრილს, მაგრამ შესაძლოა უფრო ფართო მასშტაბის იყოს და მასში ლიბანიდან „ჰეზბოლაც“ ჩაერთოს.

ასევე დაგაინტერესებთ