პროტესტი ხაშურში – მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

ხაშურში გზა გადაკეტეს. დადიანის ქუჩის მოსახლეობა გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას ითხოვს. ხალხი ირწმუნება, რომ მძიმე ინფრასტრუქტურული პირობების გამო ცხოვრება ქუჩაზე გაუსაძლილი გახდა. მოუწესრიგებელ გზას ემატება მტვერიც.
მოქალაქეები ამბობენ, რომ მერიისთვის არაერთი მიმართვის მიუხედავად, პრობლემა დღემდე არ მოგვარებულა.
ბავშვები დაავადმყოფებულები არიან. თუ იწვიმებს გუბეებში ვიხრჩობით, თუ სიმშრალე და ქარია, სახარის უდაბნო რომაა, ზუსტად იგვე მდგომარეობაა. ხომ შეიძლება ყურადღება მოგვაქციონ? გავიგუდეთ, ვერ გამოხვალ, სარეცხს ვერ გაფენ, – ამბობს ადგილობრივი.
ადგილობრივების პროტესტის შემდეგ, დადიანის ქუჩაზე პოლიციაც გამოჩნდა, რომელმაც ადგილზე მოსალხლეობის გაბმული ლენტები და ხის ტოტებისგან და საბურავებისგან გაკეთებული ბარიკადები ჩახსნა.
ხაშურის მერიამ ასევე გაავრცელა განცხადება, სადაც ამტკიცებს, რომ გზის რეაბილიტაცია წყალმომარაგების პროექტის გამო ვერ ხერხდება.
მოსალხოება კი ამბობს, რომ თუ გზის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში არ დაიწყება, ისინი აქციას ისევ გამართავენ.
წყარო: ტვ პირველი

ასევე დაგაინტერესებთ

„ყაზახური მარცვლეულის ექსპორტის მიმართულებით, შექმნილ ფაქტორთა ერთობლიობა, საქართველოს უხსნის შესაძლებლობების „ფანჯარას“, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი მოხმარებისათვის, რუსეთის ხორბალზე დამოკიდებულის შემცირება მოახდინოს“ – TCRC