კომპლექსური სიცოცხლე დედამიწაზე იმაზე ადრე აღმოცენდა, ვიდრე აქამდე გვეგონა – კვლევა

მეცნიერთა ჯგუფი ამტკიცებს, რომ იპოვეს საკუთარი თეორიის მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ კომპლექსური სიცოცხლე დედამიწაზე იმაზე 1,5 მილიარდი წლით ადრე აღმოცენდა, ვიდრე აქამდე გვეგონა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გაბონში მომუშავე სპეციალისტებმა ეს მტკიცებულებები ნამარხი ნეშტების სახით ქვებში აღმოაჩინეს, რამაც დაარწმუნა, რომ ცხოველთა ბინადრობისთვის შესაფერისი პირობები პლანეტაზე უკვე 2,1 მილიარდი წლის წინ არსებობდა. მათივე განცხადებით, იმ დროს ბინადარი ორგანიზმები ზღვის კონკრეტულ მონაკვეთში ცხოვრობდნენ და დროთა განმავლობაში გადაშენდნენ.
თუმცა მათ მოსაზრებას მეცნიერებათა უმეტესობა არ ეთანხმება. სპეციალისტების უმრავლესობას სჯერა, რომ სიცოცხლე დედამიწაზე დაახლოებით 635 მილიონი წლის წინ აღმოცენდა. ამასთან, მეცნიერები ვერც იმაზე თანხმდებიან, არის თუ არა გაბონში ნაპოვნი ფორმაციები ნამარხი ნაშთები.
წყარო: იმედინიუსი

ასევე დაგაინტერესებთ

„ყაზახური მარცვლეულის ექსპორტის მიმართულებით, შექმნილ ფაქტორთა ერთობლიობა, საქართველოს უხსნის შესაძლებლობების „ფანჯარას“, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი მოხმარებისათვის, რუსეთის ხორბალზე დამოკიდებულის შემცირება მოახდინოს“ – TCRC