ლიბანის დატოვებისკენ თავის მოქალაქეებს საფრანგეთიც მოუწოდებს

საფრანგეთი, ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ესკალაციის რისკის ფონზე, ლიბანში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყანა დატოვონ, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, ლიბანში არ გაემგზავრონ, მათ კი, ვინც უკვე იქ იმყოფება, აფრთხილებს, ქვეყანა დატოვონ.
შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთში არსებული მზარდი დაძაბულობის ფონზე, თავის მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ -მა და გაერთიანებულმა სამეფომაც მოუწოდეს.
გოლანის მაღლობებზე განხორციელებულ თავდასხმაში, რომლის შედეგად 12 ბავშვი და მოზარდი დაიღუპა, ისრაელმა ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლა“ დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ შურს იძიებდა, თუმცა „ჰეზბოლამ“ თავდასხმასთან კავშირი უარყო. რამდენიმე დღის შემდეგ, ბეირუთში ს საჰაერო თავდასხმის შედეგად „ჰეზბოლას“ მეთაური ფუად შუკრი დაიღუპა. რამდენიმე საათის შემდეგ კი ირანში „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს. ის ირანში პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციაზე დასასწრებად იმყოფებოდა. ირანმა პირობა დადო, რომ ისრაელის წინააღმდეგ მკაცრ შურისძიებას განახორციელებს. შიშობენ, რომ ლიბანში მოქმედმა „ჰეზბოლამ“, ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჯგუფმა, შესაძლოა მძიმე როლი შეასრულოს ასეთ შურისძიებაში, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება ისრაელის მხრიდან სერიოზული პასუხი გამოიწვიოს.

ასევე დაგაინტერესებთ