აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების უდიდესი ნაწილი ამერიკაში რჩება – Washington Post

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების უდიდესი ნაწილი ამერიკაში რჩება – ამის შესახებ The Washington Post წერს.
გამოცემის ცნობით, ფული შტატებში გამოიყენება ახალი შეიარაღების შექმნის ან არსებულის მოდერნიზებისთვის.
ასევე იმ იარაღის ჩასანაცვლებლად, რომელიც შტატებმა უკრაინას გაუგზავნა.
გამოცემის ცნობით, 68 მილიარდი დოლარის 90 პროცენტი, რომელიც კონგრესის მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იყო გამოყოფილი, ამერიკულ კომპანიებში დაიხარჯა. კონგრესის მონაცემებით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გზით, ამერიკულმა კომპანიებმა 27 მილიარდი დოლარის სარგებელი მიიღეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაჯიკეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე – დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად

ირაკლი კობახიძე – ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში შევხვდი პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე

ვარლამ ლიპარტელიანი: გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ახალგაზრდებმა ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში