ჩვენ უსამართლობას არავის გავუტარებთ – არჩილ თალაკვაძე

“ქართულ ოცნებას”, ხელისუფლებას, საქართველოს არცერთი ნაბიჯი, არცერთი რეალური ქმედება არ გადაუდგამს თავისი მეგობრების წინააღმდეგ,” – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა და დაამატა, რომ ამას ამბობს, როგორც პარტნიორების, ისე საქართველოს მოქალაქეების დასამშვიდებლად.
საპარლამენტო უმრავლეოსბის წევრმა დეპუტატმა, თავისი გუნდის სახელით, ხაზგასმით თქვა, რომ “თავს არავის დაუხრიან და უსამართლობას არავის გაუტარებენ”.
“თქვენ ვერ მეტყვით, ეს პოლიტიკური რიტორიკა, იქიდან ნაციონალური მოძრაობის მომხრეები ერთ განცხადებებს აკეთებენ, ევროპარლამენტარები მეორეს (აქ ჩამოვიდნენ და რის უფლებას აძლევდნენ თავს, მიტინგებზე რომ გამოვიდნენ პირდაპირ), საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ქართველი დეპუტატი რომ ჩასულიყო ევროპაში, რომელიმე ქვეყანაში და მიტინგზე გამოსულიყო, თქვენ მერე გენახათ კრიტიკა, მაგრამ არაუშავს. ჩვენ თავს არავის არ დავუხრით და უსამართლობას არავის არ გავუტარებთ,” – თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ სამთავრობო ტელევიზია “იმედის “ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ