“ჰეზბოლამ” ისრაელს 30 რაკეტა ესროლა, საპასუხო დარტყმა იყო ლიბანში – მედია

ისრაელის თავდაცვის ძალები (ებრაულად ცახალი) აცხადებს, რომ „ჰეზბოლამ“ 4 აგვისტოს, ღამით, 30 რაკეტა ისროლა ჩრდილოეთ ს მიმართულებით. ამ ინფორმაციას, სამხედროებზე დაყრდნობით – The Times of Israel-ი ავრცელებს.
იუწყებიან, რომ რაკეტების უმრავლესობის განეიტრალება ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემამ – „რკინის გუმბათმა“ შეძლო. ერთი რაკეტა ერთ-ერთ დასახლებაში ჩავარდა, ხოლო კიდევ რამდენიმე – დაუსახლებელ ტერიტორიაზე. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, საპასუხოდ დაარტყეს ლიბანის სამხრეთ ნაწილს და გაანადგურეს „ჰეზბოლის“ ინფრასტრუქტურა.
ახლო აღმოსავლეთში ახალი დაძაბულობის ფონზე -ის საელჩომ ბეირუთში შაბათს მოუწოდა თანამოქალაქეებს დატოვონ ლიბანი “ნებისმიერი ხელმისაწვდომი ბილეთით”. ასეთი რეკომენდაცია მოჰყვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ ლამის მსგავს გაფრთხილებას, რომელშიც ხაზგასმულია, რომ სიტუაცია “შეიძლება სწრაფად გაუარესდეს”.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 31 ივლისის, ღამით, თეირანში ტერორისტულად აღიარებული პალესტინური დაჯგუფება „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიე მოკლეს. ისრაელის მიმართ შურისძიებით იმუქრებოდა ირანი და ასევე გაჩნდა საფრთზე, რომ გააქტიურდებოდა ლიბანში დაფუძნებული დაჯგუფება „ჰეზბოლა“ [ტერორისტულად გამოცხადებული აშშ-სა და ევროკავშირის მიერ].
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ