შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს თანადაფინანსება ₾218 მლნ-ს აღემატება

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, გადამმუშავებელი საწარმოების შექმნისა და განვითარების მიზნობრიობით, საქართველოს მასშტაბით, ბანკების მიერ გაცემულია 1 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების 3,227 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 218 მილიონს აღემატება, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბანკების მიერ გაცემულია 26 მლნ ლარის ღირებულების 213 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 6 მლნ ლარს აღემატება.
ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მინისტრი ოთარ შამუგია, ახალციხეში შეღავათიანი აგროკრედიტით მოსარგებლე ერთ-ერთ საწარმოში – “გეო ფლაუერში” იმყოფებოდა. საწარმო ხილისა და სამკურნალო მცენარეების გადამუშავებაზე მუშაობს და მის მიერ წარმოებული პროდუქცია იყიდება ბრენდით „მონთი“.
შპს „გეო ფლაუერი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. გასულ წელს, იგი ჩართული იყო არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში. ამასთან, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, საწარმოში, გასულ წელს, მზის მცირე ელექტროსადგურიც მოეწყო.

ასევე დაგაინტერესებთ