რუსებმა უკრაინელ ტყვეს სავარაუდოდ თავი და კიდურები მოაჭრეს – უკრაინის ომბუდსმენი

უკრაინის სახალხო დამცველმა, დმიტრო ლუბინეცმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს (ICRC), გაეროსა და უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით მიმართა, რომელიც, სავარაუდოდ, დასახიჩრებულ და მოკლულ უკრაინელ ტყვეს ასახავს.
როგორც ლუბინეცი თავის ის გაეროსა და წითელ ჯვრისგან ითხოვს, რომ მათ ს მხრიდან ადამიანის უფლებების მორიგი დარღვევა აღრიცხონ, ხოლო უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, რომ მოკლული ტყვის ვინაობა და დანაშაულის ჩადენის ფაქტი გადაამოწმონ.
უკრაინის ომბუდსმენის შეფასებით, მსგავსი ფოტოების გავრცელებით რუსეთი უკრაინელი მოქალაქეებისა და ჯარისკაცების დაშინებას ცდილობს.
“ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინელი ტყვის სხეულს ასახავს, რომელსაც რუსებმა თავი და კიდურები მოაჭრეს. ეს არაა მხოლოდ სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის კონვენციის დარღვევა, ეს არაადამიანების ქცევაა! აღვნიშნავ, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების შესაბამისად, დაუშვებელია ნებისმიერი სამხედრო ტყვიის ფიზიკური დასახიჩრება, ძალადობა ან მკვლელობა”, – წერს ლუბინეცი Telegram-არხზე.

ასევე დაგაინტერესებთ