უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან 23 ბავშვი დაბრუნდა – Save Ukraine

უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან, ხერსონიდან, ზაპოროჟიედან და ლუგანსკიდან 23 ბავშვი უკრაინის კონტროლირებულ ტერიტორიაზე დააბრუნეს, – ამის შესახებ იუწყება ორგანიზაცია Save Ukraine-ი, რომლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ისინი Bring Kids Back UA -სთან კოორდინირებული მუშაობით, რუსების ტყვეობიდან ახალგაზრდა უკრაინელების დახსნას განაგრძობენ.
მათივე ცნობით, ბოლო კვირის განმავლობაში, ხერსონის, ზაპოროჟიესა და ლუგანსკის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დაბრუნებული 23 ბავშვიდან 3 ობოლია.
Save Ukraine ოკუპირებულ ტერიტორიებშიც სწავლის ხარისხზეც საუბრობს და განმარტავს, რომ მასწავლებელთა დიდი ნაწილი მარიონეტულ რეჟიმთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს, ამიტომ სწავლებას სხვა პროფესიის წარმომადგენლები უძღვებიან.
“დამლაგებელი მათემატიკას, ყოფილი მოლარე კი ინგლისურს ასწავლიდა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ორგანიზაციის ცნობით,მომის დაწყებიდან ოკუპირებული რეგიონებიდან უკრაინის კონტროლირებულ ტერიტორიაზე 446 ახალგაზრდაა დაბრუნებული.

ასევე დაგაინტერესებთ