ისრაელში პალესტინელმა ცივი იარაღით ერთი ადამიანი მოკლა და 3 დაჭრა

ისრაელის ქალაქ ჰოლონში ცივი იარაღით შეიარაღებულმა პირმა ერთი ადამიანი მოკლა და 3 დაჭრა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები 34 წლის პალესტინელი ამარ ოდეა.
მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელის ლიკვიდირება ადგილზე მისულმა პოლიციელმა განახორციელა.

ასევე დაგაინტერესებთ