ესპანეთმა განახლებადი ენერგიის 300-მდე პროექტს მწვანე შუქი აუნთო – ინვესტიცია $18 მილიარდია

ესპანეთის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანამ მწვანე შუქი აუნთო განახლებადი ენერგიის 300-მდე ელექტროსადგურის პროექტის მშენებლობას, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 28 გიგავატს მიაღწევს – აღნიშნული ინვესტიცია ქვეყანას თავისი ამბიციური მწვანე მიზნების მიღწევაში დაეხმარება.
პროექტები, რომელთა საინვესტიციო ღირებულებაც ჯამში $18 მილიარდს აღწევს, ძირითადად, მზის ფოტოელექტრულ სადგურებს ითვალისწინებს. პროექტების ჩამონათვალშია ქარის 43 სადგური და ერთი ჰიდროელექტროსადგურიც.
ესპანეთის მიზანია, ქვეყნის ელექტროწარმოებაში განახლებადი რესურსებიდან გენერირებული ელექტროენერგიის წილი 2030 წლისთვის 81%-მდე გაზარდოს. ამჟამად აღნიშნული მაჩვენებელი 50%-ია.
წყარო: bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ