საცოდაობაა. როდემდე შეიძლება ასე რინგზე მარტო ყოფნა, აღარ ვიცი – ოპოზიციაზე

კულტურის მინისტრი ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:
“აკაკი ბობოხიძეს ხანდახან საუბრის რომელიღაც ნაწილში, და წელიწადში ერთხელ მაინც, ეტყობა, რომ ხალხსა და პოლიტიკას შორის კავშირს ხვდება. ნუ, ცარიელი ინსტინქტით, მაგრამ ხომ ხვდება?! ზოგი მაგასაც რომ ვერ ახერხებთ, ამაშია საქმე. რა გეშველებათ ყველას ერთად და ცალ-ცალკე?
ომი დავიწყოთ, ესაა საამაყოო და ჩვენ სიკვდილი სახელოვანი გვწყურიაო (თქვენ არ მოუკვდით დედათქვენს, რაც საქართველოსთვის სიკვდილს თქვენ არ აპირებდეთ!).
ახლა, გავიდა ცოტა დრო და სრულიად უავტორიტეტოებმა გაიარ-გამოიარეს ხალხში (რაკი არჩევნები მოდის, სმენიათ, რომ ამ დროს ასეა საჭირო) და გაუკვირდათ, რომ ქვეყნის განადგურება თურმე ხალხს მართლაც არ სურს. ოჰო! არ დაახანეს და შეცვალეს “მესაჟი”: ჯანდაბას, გაყიდოს მეღვინემ ღვინო რუსეთშიო და ჯანდაბას, აღარ მოვიკლავთ თავს საამაყოდ ბომბების ქვეშო. ოღონდ, პოზიციის ასეთი ცვლილება რომ პოლიტიკაში ისჯება, ამის მიხვედრას ვერც გვარამიას ვიქტორინობანასა და ბინძურ სცენარისტობაში ნავარჯიშევი ტვინი და ვერც ბობოხიძის ინსტინქტი ვერ ახერხებს.
კიდევ გამოხდა ხანი და გვაცნობეს, ვერ ვერთიანდებითო. პირიქით, ცალ-ცალკე ვართო და კიდევ უფრო მეტადაც ვიშლებითო. და ა.შ.
მე პირადად უკვე აღარ/ვეღარ ვარკვევ, რომელი ნაცი ვის გამოეყო და ვის გაუერთიანდა, ვის ახალი ჰქვია, ვის გირჩი და ვის კიდევ მოედანი. ეს იყო და არის ერთი გარყვნილი და მარცხს მიჩვეული პოლიტიკური ჯგუფი. ორჯერ აუღებს ვიღაცა ინტერვიუს და ის ინტერვიუ ჰგონიათ არჩევნებში გამარჯვება, რადგან თავი ნახეს ტელევიზორში.
საცოდაობაა. როდემდე შეიძლება ასე რინგზე მარტო ყოფნა, აღარ ვიცი.”- წერს თეა წულუკიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს