სამკერვალო “ნინელი” რებრენდინგს იწყებს – კომპანიის სამომავლო გეგმები

დიზაინერული კომპანია “ნინელი”, რომელიც ქართულ ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა, რებრენდინგს იწყებს, – ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ნინელი ჩხაიძემ BMGTV-ის გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც “ნინელის” პატრიოტულ თემატიკაზე, საქართველოს რუკის კონტურით შექმნილი ტანისამოსი საკმაოდ პოპულარული გახდა, კომპანია ახალი ხაზის დამატებასაც გეგმავს.
“წლების განმავლობაში ამ იდეამ თავისი საქმე გააკეთა, 2015 წელს, როცა არც ამდენი ცოდნა არ იყო მარკეტინგისა და ბრენდინგის, საკმაოდ სენსიტიური იდეა აღმოჩნდა მთლიანად საქართველოსთვის. დღესაც მუშაობს ეს იდეა და ძალიან ბევრი ადამიანია დაინტერესებული, განსაკუთრებით ემიგრანტები, თუმცა სიახლეები მუდმივად საჭიროა.
ჩვენ 10 წლის თავზე, მომხმარებელს სრულიად ახალ, განსხვავებულ და რებრენდირებულ “ნინელის” ვთავაზობთ, რომელიც როგორც კომერციულ, ისე ლუქს ხაზს გააერთიანებს. ისეთი ტანისამოსის კომპლექსი და სინთეზი გვინდა შევქმნათ, სადაც სეგმენტაციური დაყოფა არ იქნება და მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ყველა სახის პროდუქტი აირჩიოს”, – ამბობს ნინელი ჩხაიძე.
მისივე ცნობით, უკვე სექტემბრიდან, “ნინელი”, როგორც მომხმარებლების ინდივიდუალურ დაკვეთებს, ისე კორპორაციულ შეკვეთებსაც მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ