შვეიცარიის ალპებში მყინვარები გადაფარეს ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის მიზნით

შვეიცარიის ალპებში მყინვარებს გადაფარეს ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის მიზნით, – ამის შესახებ იუწყება ონლაინპლატფორმა “კაქტუსი”.
გამოცემის ცნობით, შვეიცარიის ალპებში მყინვარები გარედან დაფარეს, რომ ისინი განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურისგან დაიცვან.
რონის მყინვარს, რომლის ყველაზე მაღალი მწვერვალი 3 630 მეტრია ზღვის დონიდან, მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი მასალა გადააფარეს. მყინვარის “საბანი” მჭიდრო საწმისისგან არის მომზადებული, რომელიც, ერთი მხრივ, თერმულად იცავს მყინვარს და მეორე მხრივ, აირეკლავს მზის სხივებს.
გლაციოლოგები – მეცნიერები, რომლებიც მყინვარებს სწავლობენ, – ამბობენ, რომ ხელოვნური საფარი მყინვარს დნობისგან 50-70 პროცენტით იცავს.
მართალია, მზისგან დამცავი საფარი მყინვარების დნობის პროცესს სრულად ვერ შეაჩერებს, მაგრამ სასარგებლოა მათი კარგვის პროცესის შესანელებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს