გამორჩეული ჩაკვეტაძე და ფრე პრემიერლიგის გუნდთან

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ 75-ე წუთამდე ითამაშა. კლუბის საიტი აღნიშნავს, რომ „უოტფორდში“ გამორჩეულები მეკარე დანიელ ბახმანი და ჩაკვეტაძე იყვნენ, რომელიც ევროპირველობის შემდეგ საუკეთესო ფორმაში დაბრუნდა და საერთოდ, გუნდის თამაშით გულშემტკივრებს შეუძლიათ სეზონის დასაწყისში ოპტიმისტურ განწყობაზე იყვნენ.
10 აგვისტოს ჩემპიონშიფის პირველ ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „მილუოლს“ დაუპირისპირდება.
უოტფორდი – ბრენტფორდი 1:1
გოლები: 0:1 შეიდი (6), 1:1 სისოკო (8)