Kyiv Post: უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთ-ჩინეთის სარკინიგზო ხაზზე სატვირთო მატარებელი ააფეთქა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) სა და ჩინეთის სარკინიგზო ხაზზე სატვირთო მატარებელი ააფეთქა – ინფორმაციას გამოცემა Kyiv Post ავრცელებს. Kyiv Post-ს უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობის წყარომ განუცხადა, რომ მატარებელი მიზანში მაშინ ამოიღეს, როდესაც ის გვირაბში გადიოდა.
„ამჟამად რუსები იყენებენ ამ მარშრუტს, მათ შორის სამხედრო მარაგისთვის. აფეთქების შემდეგ ის პარალიზებულია“. – დაამატა წყარომ.
წყაროს თქმითვე, რუსეთის უშიშროების სამსახურები, შემთხვევის ადგილას გამოძიებას აწარმოებენ, მუშები კი გვირაბის აღდგენას ცდილობდნენ.