ანა დოლიძე – ჩვენი რეგიონები ხელისუფლებას მიტოვებული ჰყავს

ასეთი ფესტივალები და შეკრებები უნდა იყოს ჩვეულებრივი ამბავი ჩვენი რეგიონებისთვის, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მ, თელავში მიმდინარე „დემოკრატიის ფესტივალზე“ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამგვარი ღონისძიებები რეგიონებში იშვიათია და მიიჩნევს, რომ რეგიონებს ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს.
„ასეთი ფესტივალები და შეკრებები უნდა იყოს ჩვეულებრივი ამბავი ჩვენი რეგიონებისთვის. სამწუხაროდ, ეს არის იშვიათი ამბავი ისევე, როგორც იშვიათი ამბავი არის კარგი ჯანდაცვა, კარგი განათლება, სუფთა და ხელმისაწვდომი სასმელი წყალი და ბევრი სამუშაო ადგილი. ჩვენი რეგიონები ხელისუფლებას ჰყავს მიტოვებული“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ