Aerosmith-მა საკონცერტო კარიერა დაასრულა

ამერიკულმა მუსიკალურმა ჯგუფმა Aerosmith-მა კარიერა დაასრულა.
ჯგუფმა ოფიციალურად განაცხადა, ტურნეს ვოკალისტ სტივენ ტაილერის ვოკალური პრობლემების გამო აუქმებს. შესაბამისად, გაუქმდა Peace Out გამოსამშვიდობებელი ტურის ფარგლებში დაგეგმილი კონცერტები.
,,როგორც მოგეხსენებათ, სტეფანის ხმა უნიკალური ინსტრუმენტია. ის თვეების განმავლობაში დაუღალავად მუშაობდა, რათა აღედგინა ხმა ისეთი, როგორიც იყო დაზიანებამდე. ჩვენ ვნახეთ, რომ ის იბრძოდა. მიუხედავად იმისა, რომ მას გარშემო საუკეთესო გუნდი ჰყავდა, სამწუხაროდ, აშკარაა, რომ ზიანის სრული აღდგენა შეუძლებელია“, – წერია ჯგუფის ვებგვერდზე.
ჯგუფი ფლობს ოთხ გრემის ჯილდოს. 2001 წელს იგი შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.
Aerosmith-მა ტურნეები 1970 წელს დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ