ირაკლი – სათანადო ვადებში ყველა შესაბამისი მყინვარი იქნება დაფარული მონიტორინგის სისტემით, ეს გარკვეულ დროს მოითხოვს, თუმცა შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად ყველა სამუშაო შესრულდება

არაერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა მისი მხრიდან, უშუალოდ ტრაგედიის დღეებში, – ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი , მეცნიერ თეა გოდოლაძის განცხადებას, რომ დასკვნის შედეგად მყარდება აზრი, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემების და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება.
როგორც კობახიძემ აღნიშნა სათანადო ვადებში მყინვარები მონიტორინგის სისტემით დაიფარება.
„მე არ მინდა რაღაც კომენტარები გავაკეთო ამ ადამიანის განცხადებებთან დაკავშირებით. არაერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა მისი მხრიდან, უშუალოდ ტრაგედიის დღეებში და ყველაზე მძიმე ის არის, როდესაც ტრაგედიის დღეებში შეგნებულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, მათ შორის ერთ-ერთი ტყუილი, რაც მან გაავრცელა იყო ის, რომ თითქოს ტბა იყო დაგუბებული და ეს ტბა მოწყდა მყინვარიდან. არ მინდა ამაში შევიდე, არ მინდა ამასთან დაკავშირებით მეტი კომენტარი გავაკეთო.
რაც შეეხება სისტემებს, ამასთან დაკავშირებით მე განცხადება გავაკეთე, როცა მთავრობის დამტკიცების დღე იყო და შემდეგ როცა ყოველწლიური ანგარიში ჩავაბარე. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უძღვება ამ სამუშაო პროცესს, ამ ყველაფერში ჩართულია შვეიცარიელ პარტნიორი და სათანადო ვადებში მყინვარები დაფარული იქნება მონიტორინგის სისტემით. ეს გარკვეულ დროს მოითხოვს, თუმცა სათანადო ვადებში შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად ყველა სამუშაო შესრულდება“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: 130 მლნ კილოვატი, რომ ებევრა მდინარაძეს, ჰკითხეთ ივანიშვილი გლდანში 430 მლნ-მდე კილოვატს რომ მოიხმარს, ამაზე რას ფიქრობს და არის თუ არა ეს აღიარება, რომ ხალხს დენი ბიძინამ ვიქტორ ჯაფარიძის და “ასეთების” გამო გაუძვირა