გურულიდან ტალახაძემდე – 4 აგვისტოს მედალს გავინაღდებთ ან გავაუმჯობესებთ – სანამ ჭიდაობა და ძალოსნობა დაიწყება…

ჭიდაობისა და ძალოსნობის ტურნირის დაწყებამდე, სადაც მედლების მოლოდინი გვაქვს, კვირას, 4 აგვისტოს, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე მხოლოდ ერთი ქართველი გამოვა. მოკრივე ლაშა გურულს (-63.5 კგ) ბრინჯაოს მედალი გარანტირებული მარცხის შემთხვევაშიც აქვს და მეტი შეუძლია, თუკი, მინიმუმ, ნახევარფინალს დაძლევს.
თბილისის დროით 19:06 საათზე ქართველი მოკრივე კუბელ ალვარეს ბორხესს დაუპირისპირდება.
27 წლის ( 27 აგვისტოს 28 წლის ხდება) გურულმა უკვე ორი მოწინააღმდეგე დაამარცხა. ჯერ აზერბაიჯანელ მალიკ ჰასანოვს აჯობა, შემდეგ კი ყაზახ ბაზარბაი მუხამედსაბირს.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ძიუდოისტების მიერ მოპოვებული 1 ოქრო
(ბექაური) და 2 ვერცხლია (გრიგალაშვილი, სულამანიძე). აქვე გეტყვით, რომ 6 აგვისტოს საქმეში ბერძნულ-რომაული ჭიდაობა და რობერტ კობლიაშვილი (-97 კგ. 13:30 საათიდან) ჩაერთვება. ჩვენი ოლიმპიელებიდან გამოსვლას 10 აგვისტოს (+102 კგ, 22:30 საათიდან) ძალოსანი ლაშა ტალახახე დაასრულებს.