ირაკლი კობახიძე – აშკარად ვხედავთ გარკვეულ ჩარევებს, რომელიც ეწინააღმდეგება საარჩევნო პრინციპებს

აშკარად ვხედავთ გარკვეულ ჩარევებს, რომელიც ეწინააღმდეგება საარჩევნო პრინციპებს, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტის კითხვას, რა გზავნილია მისთვის ისეთი ტიპის შეხვედრები, როგორსაც „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი“ თელავში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მონაწილეობით მართავს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მსგავსი შეხვედრები, საბოლოო ჯამში, არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებს.
„რაც შეეხება ამ ყველაფერს, აშკარად ვხედავთ გარკვეულ ჩარევებს, რომელიც ეწინააღმდეგება საარჩევნო პრინციპებს, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არჩევნების შედეგებზე ვერ აისახება”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან