„ჰამასის“ ლიდერის მკვლელობასთან დაკავშრებით ირანში ათეულობით ადამიანი დააკავეს-NYT

ირანში ოცზე მეტი ადამიანი დააკავეს იმ გამოძიების ფარგლებში, რომელიც -სა და ევროკავშირში ტერორისტულად აღიარებული ორგანიზაცია ჰამასის პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს ირანში მოკვლის შემდეგ დაიწყო.

ამის შესახებ იუწყება The New York Times-ი, რომელიც გამოძიებას ორ ირანულ წყაროზე დაყრდნობით იცნობს.
დაკავებულებს შორის არიან დაზვერვის მაღალჩინოსნები და სამხედრო ოფიციალური პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თეირანის დაცვაზე, ასევე იმ რეზიდენციის თანამშრომლები, სადაც ჰანიე დაღუპვამდე ცხოვრობდა. გამომძიებლებმა ყველა ელექტრონული მოწყობილობა ამოიღეს. გარდა ამისა, ისინი სწავლობენ აეროპორტის კამერების მთელი თვის ვიდეოჩანაწერებს, რათა ფიქრობენ, რომ ჰამასის ლიდერის მკვლელობაში ეჭვმიტანილები ჯერ კიდევ ირანში არიან.
ამერიკული გაზეთი ახლო აღმოსავლეთისა და ირანის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ჰანიე 30 ივლისს შეიწირა იმ ბომბის აფეთქებამ, რომელიც მის ოთახში პრეზიდენტის ინაუგურაციაზე თეირანში ჩასვლამდე ორი თვით ადრე იყო ჩადებული. მანამდე, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა უარყო ეს ცნობა და განაცხადა, რომ ჰანიე ს რაკეტამ მოკლა. ისრაელს, რომელიც ადრე პირობას დებდა, რომ გაანადგურებდა ჰამასის ლიდერებსა და დაჯგუფების სამხედრო პოტენციალს, არ აუღია პასუხისმგებლობა ჰანიეს მკვლელობაზე.
ისრაელმა ჰამასის და მისი ლიდერების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალური მოძრაობის სამხედრო ფრთის დაჯგუფებები თავს დაესხნენ ისრაელის სამხრეთს, 1200 ადამიანი მოკლეს და 250 მძევლად აიყვანეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი: მოთმინებით ეპყრობოდა აშშ “ქართული ოცნების” მანევრებს, კობახიძე მიწვეული იყო ვაშინგტონში და უარი განაცხადა, ახლა კი მასთან შეხვედრა აღარავის უნდა – არ გამოვრიცხავ, შემდეგი სანქციები არჩევნებამდეც გამოცხადდეს

პრემიერი “მომავლის სამიტზე” – ჩვენს წინაშე უპრეცედენტო გამოწვევებია – საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად