შალვა პაპუაშვილი – ჩვენ გვახსოვს შოვის მძიმე დღეები, გაერთიანებული საქართველო, დღეს მივაგებთ პატივს მათ ხსოვნას, ვინც ერთი წლის წინ ამ სტიქიას შეეწირა

ერთი წელი გავიდა ს ტრაგედიიდან. დღეს, აქ, ჭირისუფლებთან ერთად, გლოლის მოსახლეობასთან, მთლიან საქართველოსთან ერთად ვართ და მივაგებთ პატივს მათ ხსოვნას, ვინც ერთი წლის წინ ამ სტიქიას შეეწირა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა შოვში განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ყველას გვახსოვს ის მძიმე დღეები, როგორ გაერთიანდა სრულიად საქართველო და ყველა როგორ გულშემატკივრობდა პროცესს.
„როგორც იცით, დაგეგმილია ამ ადგილზე მემორიალის აგება, ასევე ეკლესიის აგება, რომ მათი სულის მოსახსენიებელი ადგილი იყოს და ამავე დროს, ადგილი, რაც შესძენს ამ გარემოს დამატებით სულიერებას.
ჩვენ გვახსოვს ის მძიმე დღეები, მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო ჩვენი მაშველების მუხლჩაუხრელი მუშაობა. როგორც იცით, 33 ადამიანი ემსხვერპლა სტიქიას, ამას გარდა, ერთი პოლიციელი, მირიან ჭელიძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენელი თემურ ხარჩილავა გარდაიცვალნენ მაშინ, იმ პროცესში, როდესაც ძებნის ღონისძიებები მიდიოდა. გვახსოვს, მაშინ გაერთიანებული საქართველო, ყველა როგორ ვგულშემატკივრობდით ამ პროცესს და კიდევ ერთხელ მინდა, ყველა მაშველს მადლობა გადავუხადო, რომელიც მაშინ, მთელი აგვისტო-სექტემბრის განმავლობაში, ორ თვეზე მეტი აქ, დაუღალავად შრომობდნენ, რომ იმ ოჯახებისთვის, რომლებიც თავის ოჯახის წევრებს ეძებდნენ, ყველანაირი ნუგეში შეენარჩუნებინათ და შესძლებოდათ, მათი შვილების, ოჯახის წევრების ნეშტი ჰქონოდათ, რომ დაეკრძალათ და დაეტირებინათ შესაბამისი ქრისტიანული წესით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ