“10 დღეა ვარჯიშზე ვუყურებ და ასეთი ჩაკვეტაძე არ მინახავს, იცით, რამ განაპირობა მისი ასეთი პროგრესი?” – “უოტფორდის” მთავარმა მწვრთნელმა ჩაკვეტაძეზე ისაუბრა

“10 დღეა ვარჯიშზე ვუყურებ და ასეთი ჩაკვეტაძე არ მინახავს, იცით, რამ განაპირობა მისი ასეთი პროგრესი?” – “უოტფორდის” მთავარმა მწვრთნელმა ჩაკვეტაძეზე ისაუბრა
“უოტფორდის” მთავარმა მწვრთნელმა ტომას კლევერლიმ გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა.
კლევერლის თქმით, ქართველმა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დიდი პროგრესი განიცადა და შესაძლოა, მომდევნო სეზონში “უოტფორდის” ლიდერიც გახდეს.
“როცა გუნდში მოვედი, საზარდულის ტრავმა აწუხებდა და ერთად ხშირად მუშაობა არ მოგვიწია. ევროპის ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შეხვდა. ბედნიერი ვარ, რადგან ვხედავ, რომ ჩაკვეტაძე ვარჯიშებზე და თამაშებზეც ზუსტად ისე იხარჯება, როგორც ამას საქართველოს ნაკრების მატჩებში აკეთებდა.
10 დღეა ვარჯიშზე ვუყურებ და ასეთი ჩაკვეტაძე არ მინახავს, მას ნამდვილად შეუძლია, რომ მომდევნო სეზონში ჩვენი ლიდერი და გუნდის
შეუცვლელი ფეხბურთელი გახდეს.
პოზიციას დიდებულად არჩევს, სივრცეების ათვისების საოცარი უნარი აქვს, ბურთთან მუშაობაზე კი აღარაფერს ვიტყვი.
ახლა ჩემი და სამწვრთნელო შტაბის ამოცანაა, რომ მისი დიდებული ფორმა სტატისტიკაში აისახოს. იცით, მისი ასეთი პროგრესი რამ განაპირობა? ყველა შეტევა მისგან იწყება. გიორგიმ თავადაც იცის, რომ გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და უდიდეს პროფესიონალიზმს ავლენს”, – ციტირებს კლევერლის სიტყვებს Watfordobserver-ი.