საერთოდ არ გამიკვირდება, ჩართული რომ იყვნენ უკრაინაში მოღვაწე როგორც ყოფილი პოლიტიკოსები, ასევე ყოფილი ძალოვნები

საერთოდ არ გამიკვირდება, ჩართული რომ იყვნენ დღეს ში მოღვაწე როგორც ყოფილი პოლიტიკოსები, ასევე ყოფილი ძალოვნები. პირდაპირ გვემუქრებოდნენ, რომ აქ სიტუაციას მიხედავდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ სუს-ში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„საერთოდ არ გამიკვირდება, აქ ჩართულები რომ იყვნენ დღეს უკრაინაში მოღვაწე როგორც ყოფილი პოლიტიკოსები და არა მხოლოდ, ასევე ყოფილი ძალოვნები. პირდაპირ გვემუქრებოდნენ, რომ აქ მიხედავდნენ. გახსოვთ, აქ კოლექტიური ლომჯარიები რომ ბომბების წვიმას ოცნებობდნენ, ბიჭები იქედან ამხნევებდნენ – ოღონდ, თქვენ მანდ გაჩერდით და ჩვენ ჩამოვისეირნებთ და მერე თქვენ მოგხედავთ, მერე აფხაზეთსაც, ოსეთსაც მივხედავთ, ამ რიტორიკიდან გამომდინარე, რომ კვალი მათკენ მიდის, მე საერთოდ არ მიკვირს და დარწმუნებული ვარ, არც ერთ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს არ გაუკვირდება. თუმცა, უდანაშაულობის პრეზუმცია არ დავარღვიოთ და გამოძიებას დაველოდოთ“, – განაცხადა კირცხალიამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. სუს-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.

ასევე დაგაინტერესებთ

პიტერ ფიშერმა არაგონივრული შეფასება გააკეთა, კიდევ ერთხელ მოახდინა საქართველოს პოლიტიკაში ღია ჩარევა – ფიშერი და მისი კოლეგები დიდი ხანია ელჩის კომპეტენციას გასცდნენ და ღიად ერევიან ქართულ პოლიტიკაში