ტრამპი ამბობს, რომ კამალა ჰარისთან დებატებზე თანახმაა

შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ დაეთანხმა ტელეარხ Fox News-ის შეთავაზებას ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისთან დებატების გამართვაზე.
ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truthsocial-ზე დაწერა, რომ დებატები 4 სექტემბერს გაიმართება.
„წესები მსგავსი იქნება მძინარა ჯოსთან ჩემი წინა დებატებისა“, – დაწერა ტრამპმა და ასე მოიხსენია მოქმედი პრეზიდენტი .
Fox News-მა გასულ თვეს შესთავაზა ტრამპსა და ჰარისს დებატების გამართვა. ჰარისმა მზაობა გამოთქვა, თუმცა ტრამპმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ჰარისი არ იყო ოფიციალური კანდიდატი და მასთან დებატებს არ გამართავდა.
დონალდ ტრამპის და ჯო ბაიდენის დებატები 27 ივნისს გაიმართა. სწორედ ეს დებატები აღმოჩნდა გადამწყვეტი დემოკრატიული პარტიის – პრეზიდენტის არასახარბიელო გამოსვლა საკუთარ გუნდში არაერთმა ლიდერმა გააკრიტიკა.
საბოლოოდ, ჯო ბაიდენი პრეზიდენტობისთვის ბრძოლას ივლისში გამოეთიშა. მის ნაცვლად პრეზიდენტობისათვის ვიცე-პრეზიდენტი იბრძოლებს.
ამჟამად ვიცე-პრეზიდენტმა ჰარისმა საკმარისი ხმები აქვს მოპოვებული დემოკრატი დელეგატებისგან იმისთვის, რომ პარტიის კანდიდატი გახდეს პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ