სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმის განხილვა ხელახლა დაიწყება – საქმეს ახალი მოსამართლე განიხილავს

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, ს საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი აღარ განიხილავს. საქმეს ახალი მოსამართლე – მიხეილ ჯინჯოლია ჰყავს, რაზეც ბრალდების მხარემ მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევის შუამდგომლობა დააყენა.
საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ საკუთარ შუამდგომლობაში განმარტა, აღნიშნულს კანონი მკაფიოდ განსაზღვრავს, როცა საქმეში ახალი მოსამართლე ერთვება, მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევა უნდა მოხდეს, თუკი, მოსამართლე სათადარიგო არ იყო.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ. ბექა ბასილაია ამტკიცებს, რომ თუკი, საქმის ხელახალი განხილვა არ დაიწყება და მოსამართლე სხდომის ოქმებით გაეცნობა მტკიცებულებებს, ის ისეთივე ინფორმირებული იქნება, როგორც წინა მოსამართლე და ეს დაცვის უფლებას არ დაარღვევს.
მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმის განხილვა ხელახლა დაიწყება.
მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება განმარტა.
„სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკის გათვალისწინებით, არსებობს შესაბამისი საფრთხეები. იმის გათვალისწინებით, რომ საქმის განხილვა თავიდან დაიწყო, დასაკითხი არიან მოწმეები, არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების ან მტკიცებულებათა განადგურების, ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები, შესაბამისად შუამდგომლობა საფუძვლიანია და ადგილზე თათბირით სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდოს პატიმრობა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყოს განჩინების გამოცხადების მომენტიდან,“ – განაცხადა მიხეილ ჯინჯოლიამ.
ცნობისთვის, ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები და ეს საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.
მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან პატიმრობაშია. ის ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ექსპრეზიდენტი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ყოფილი პრემიერ-მინისტრის სა და ს პრეზიდენტ ს პირად პატიმრად მიიჩნევს თავს.