Politico: კამალა ჰარისის შტაბმა ივლისში 310 მილიონი დოლარი შეაგროვა, რაც ტრამპის თანხას ბევრად აღემატება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის და „დემოკრატიული“ პარტიის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატის ს წინასაარჩევნო შტაბმა ივლისში 310 მილიონო დოლარის შეგროვება შეძლო, რაც მისი კონკურენტის „რესპუბლიკური“ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის ს შემოწირულებებზე გაცილებით მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ Politico ავრცელებს.

გამოცემა ამტკიცებს, რომ დღეის მდგომარეობით, საერთო ჯამში ჰარისს 377 მილიონი დოლარი აქვს, ხოლო ტრამპის წინასაარჩევნო ბიუჯეტი 327 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც 50 მილიონზე ნაკლებია.

როგორც Politico წერს, როცა ამა წლის მაისში ტრამპს ფინანსური დანაშაულის ფაქტზე ბრალი წარედგინა, მისი წინასაარჩევნო ფულის რაოდენობა მკვეთად შემცირდა, ხოლო ივნისში -ის პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან გამართული დებატების შემდეგ, რომელიც ამერიკის პრეზიდენტმა პირწმინდად წააგო, „დემოკრატიული“ პარტიის ფინანსები შემცირდა. ეს იმით იყო განპირობებული, რომ შემომწირველებს ბაიდენის საპრეზიდენტო კამპანიისთვის ფულის გადახდა აღარ უნდოდათ.

21 ივნისს წინასაარჩევნო რბოლიდან ბაიდენის გასვლისა და მის სავარაუდო შემცვლელად ჰარისის დასახელების შემდეგ „დემოკრატიული“ პარტიის დონორებმა „ფულის ონკანი“ გახსნეს და კვლავ დაიწყეს თანხების გადარიცხვა.

ასევე დაგაინტერესებთ