უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 24 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 24 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს.
„საზენიტო ბრძოლის შედეგად, Shahed-131/136 ტიპის 24 დრონი ხერსონის, ოდესის, ნიკოლაევის, პოლტავის, სუმის, დნიპროს, ს, ვინიცისა და ჟიტომირის ოლქებში ჩამოაგდეს“, – წერს ნიკოლაი ოლეშჩუკი სოციალურ ქსელში.
ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 29 დრონი, ორი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტა და ორი Kh-31P სარადარო რაკეტა გაუშვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია