ტედი რინერი ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა

პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოში ფრანგმა ტედი რინერმა (+100 კგ) ოქროს მედალი მოიგო. ის სარეკორდო მეოთხედ გახდა (ერთხელ გუნდურში) ოლიმპიური ჩემპიონი და კარიერა მორიგი გამარჯვებით დაასრულა.
რინერმა ფინალამდე არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე მაგომედომარ მაგომედომაროვი, ქართველი გურამ თუშიშვილი და ტაჯიკი ტიმურ რახიმოვი დაამარცხა, გადამწყვეტ ბრძოლაში კი მსოფლიოს ჩემპიონს, სამხრეთ კორეელ კიმ მინ ჩჟონს იპონით სძლია.
დარბაზში შეკრებილი მაყურებელი მათი კერპის გამარჯვებას აღფრთოვანებული შეხვდა.
ბრინჯაოს პრიზიორები რახიმოვი და უზბეკი ალიშერ იუსუპოვი გახდნენ.