იაპონიიდან ევროპაში და პირიქით ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის რუსეთიდან ცენტრალურ აზიასა და კავკასიაზე გადატანის პროექტს ტოკიო დააფინანსებს. ამის შესახებ იაპონური გამოცემა The Japan Times წერს.
„იაპონიის პრემიერ–მინისტრი ფუმიო კისიდა უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის ლიდერებთან შეხვედრაზე აპირებს ცენტრალური აზიისთვის ეკონომიკური დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ განცხადების გაკეთებას, რომელიც მიზანიც ევროპის მიმართულებით ახალი სავაჭრო მარშრუტის შექმნა იქნება“, – ნათქვამია გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში.
გეგმის თანახმად, ეს მარშრუტი რუსულის ალტერნატივა იქნება და კავკასიის გავლით ცენტრალურ აზიას ევროპასთან დააკავშირებს.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრას კისიდა ყაზახეთში 9–14 აგვისტოს დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში გამართავს.
წყარო: gbc.ge