Airbnb-ზე თბილისში II კვარტალში 161 800 ღამე, ბათუმში კი 80 600 ღამე დაჯავშნეს – Galt&Taggart

Airbnb-ზე გაქირავებები საქართველოში ყოველკვარტალურად იზრდება. ამის შესახებ აღნიშნულია Galt&Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული ტურიზმის სექტორის მიმოხილვაში.
როგორც მიმოხილვაში წერია, 2024 წლის მეორე კვარტალში მხოლოდ თბილისში Airbnb-ზე მოთხოვნა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.9%-ით გაიზარდა. ჯამში მეორე კვარტლის განმავლობაში, თბილისში 161.8 ათასი ღამე დაჯავშნეს, ბათუმში კი 80.6 ათასი. ს შემთხვევაში ზრდა 4.8% იყო.
Galt&Taggart-ის ინფორმაციით, გაიზარდა Airbnb-ზე ბინის დაქირავების ფასებიც. კვარტალურად ზრდა თბილისში 1.4% იყო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბათუმში კი 0.9%. ამასთან, თბილისში საშუალო დღიური დაქირავების ფასმა 56 დოლარი შეადგინა, ბათუმში კი 45 დოლარი.

ასევე დაგაინტერესებთ