“წადით და თურქეთში იგლოვეთ” – ისრაელმა ჰანიას გლოვაში მონაწილეობის გამო თურქეთის ელჩის მოადგილე დაიბარა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა თურქეთის ელჩის მოადგილე საყვედურისთვის დაიბარა, მას შემდეგ, რაც თელ-ავივში მდებარე თურქეთის საელჩომ ჰამასის პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიას მკვლელობის გამო პატივისცემის ნიშნად დროშა ნახევრამდე დაუშვა.
მშვიდად არ მიიღებს ისეთი მკვლელის გლოვაში მონაწილეობას, როგორიც ისმაილ ჰანია იყო. თუ საელჩოს წარმომადგენლებს გლოვა სურთ, წავიდნენ თურქეთში და იგლოვონ თავიანთ ბატონ ერდოღანთან ერთად, რომელიც მხარს უჭერს ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამასს და მის ჩადენილ მკვლელობებს”. – თქვა კაცმა.
გუშინ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჰამასის თეირანში მოკლული ლიდერის, ისმაილ ჰანიას დაკრძალვის კატარში გასამართი ცერემონიის პარალელურად, თურქეთში გლოვის დღე გამოაცხადა.
მანამდე, ერდოღანმა ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის, ისმაილ ჰანიას მკვლელობა დაგმო და ამ აქტს “ვერაგული” უწოდა.
31 ივლისის გამთენიისას ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია თეირანში მოკლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი: მოთმინებით ეპყრობოდა აშშ “ქართული ოცნების” მანევრებს, კობახიძე მიწვეული იყო ვაშინგტონში და უარი განაცხადა, ახლა კი მასთან შეხვედრა აღარავის უნდა – არ გამოვრიცხავ, შემდეგი სანქციები არჩევნებამდეც გამოცხადდეს

პრემიერი “მომავლის სამიტზე” – ჩვენს წინაშე უპრეცედენტო გამოწვევებია – საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად