საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის მ/გ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, კომპანია წითელი ხიდი--ახალქალაქის მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც, 6 აგვისტოს 06:00-იდან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება დმანისის, მაშავერას, ბოსლევისა და განთიადის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს შეუწყდებათ.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის ფარგლებში, აღნიშნული გაზსადენის 64.4-65.4 კილომეტრებზე ახლადაშენებული მონაკვეთის მოქმედ მაგისტრალში შეჭრის სამუშაოები შესრულდება.
„აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 6 აგვისტოს 06:00-იდან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ დმანისის, მაშავერას, ბოსლევისა და განთიადის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს.
კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქალაქ დმანისსა და დმანისის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: განთიადი, ჯავახი, ბოსლევი, აზკაკლიანი, მაშავერა, დიდი დმანისი, პატარა დმანისი, ვარდისუბანი, ქვემო ოროზმანი, ზემო ოროზმანი, მთისძირი, ვაკე, ბაზაქლო, ამამლო, მამიშლო, საფარლო, ტყისპირი, ირგანჩაი, პანტიანი, დალარი, იაგუფლო, შახმარლო, კამარლო.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ