აშშ-ში დაბრუნდნენ რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლის ფარგლებში გათავისუფლებული რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ალსუ კურმაშევვა, The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი და აშშ-ის ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი
თვითმფრინავი, ვაშინგტონის მახლობლად ენდრიუსის საჰაერო ძალების ბაზაზე დაეშვა სადაც გათავისუფლებულებს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი, ახლობლები და კოლეგები დახვდნენ. „აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ ამას შევძლებდით,” – განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს.
ევან გერშკოვიჩმა მოუწოდა, არ დაივიწყონ, რუსეთის ციხეებში მყოფი სხვა პოლიტპატიმრები.
1 აგვისტოს, რუსი ოპოზიციონერების და აშშ-ის და გერმანიის მოქალაქეების, სულ 16 ადამიანის გათავისუფლების სანაცვლოდ რუსეთმა დაიბრუნა აშშ-ის და ევროპის ქვეყნების საპატიმროებში მყოფი 8 მოქალაქე.
განთავისუფლებულ რუსებს სამთავრობო აეროპორტში ვნუკოვო-2-ში დახვდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ეფესბეს და საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელები და თავდაცვის მინისტრი დახვდნენ. პუტინი კრასიკოვს მოეხვია, ანა დულცევას ყვავილები გადასცა, სამსახურში მყოფებს მადლობა გადაუხადა და ახალ დანიშვნებსა და სამთავრობო ჯილდოებს დაჰპირდა.