“დაჯილდოებისას კვარცხლბეკზე ოთხი სპორტსმენი იდგა. სამი მათგანი ძალიან ბედნიერი იყო. ილიას სახე პანაშვიდზე მდგომი ადამიანისას გავდა. რამდენი შრომა იდგა ამ მიღწევის უკან და წამიერმა შეცდომამ წაართვა ის, რაც ეკუთვნოდა, რაც დაიმსახურა. მას ეს წამი ყოველდღე ემახსოვრება, სულ იფიქრებს, იმ წამს ასე რომ მოვქცეულიყავი ან ისე მოვქცეულიყავი… არადა სულ პატარაა, ყველაფერი წინ აქვს.
ჩვენგან ბევრი მადლობის, ჩახუტების და თანაგრძნობის გარდა არაფერი ეკუთვნის. მას ეს სჭირდება და იმსახურებს. რაც შეგვიძლია, ასე უნდა დავეხმაროთ,” – წერს სოციალურ ქსელში წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი ბექა კობახიძე.
შეგახსენებთ, ქართველმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებს მესამე მედალი მოუტანა – იგი პარიზის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.