მთავრობა რთველს წელსაც დაასუბსიდირებს. პრემიერის თქმით, 2024 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი დაახლოებით 300 000 ტონაა. კომპანია “თბილღვინოში” ამბობენ, რომ წელს ყურძნის მოსავალი, როგორც რაოდენობრივად ისე ხარისხობრივად დადებითი პროგნოზების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა.