სინგაპურმა 16 სახეობის მწერი საკვებად ვარგის პროდუქტად დაამტკიცა

სინგაპურმა 16 სახეობის მწერი საკვებად ვარგისი პროდუქტების სიაში შეიტანა და დაამტკიცა. მათ შორის არიან კალიები და ჭრიჭინები.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის თანახმად, დადასტურებულია, რომ ეს მწერები ცხიმების, ცილების, ვიტამინების, ბოჭკოების და მინერალების მდიდარი წყაროა.
სურსათის უსაფრთხოების მკვლევარი პოლ ტენგი ამბობს, რომ სინგაპურის გადაწყვეტილება “ნაბიჯია სწორი მიმართულებით”.
“ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ტაილანდი, კამბოჯა და ლაოსი, მწერებს საკვებად თაობების განმავლობაში მოიხმარენ. ასე რომ, აღარ არსებობს ზიზღის ფაქტორი. ეს მათი ნორმალური რაციონის ნაწილია. ეს ჩვევა ახლა ჩვენც უნდა გადმოვიღოთ სინგაპურში, რადგან მწერების ჭამის ისტორია ჯერ გვაქვს” – ამბობს განათლების ეროვნული ინსტიტუტი საერთაშორისო დეკანი და გენერალური დირექტორი პოლ ტენგი.
ვრცლად bp.ge – ზე

ასევე დაგაინტერესებთ