3 თვეში „ქართულმა ოცნებამ” Facebook და Instagram რეკლამებზე რეკორდული – $106 053 დახარჯა – ISFED

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში Facebook-სა და Instagram-ზე ქართული აუდიტორიისთვის 358 035 დოლარის ღირებულების პოლიტიკური და სოციალური რეკლამა განთავსდა, რაც 78%-ით აღემატება წინა კვარტლის დანახარჯების ოდენობას.
ამის შესახებ სამართლიანი ს (ISFED) კვლევაში ვკითხულობთ, რომელიც Meta-ს პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის მონაცემებს ეყრდნობა.
71%-ით გაიზარდა და 165 ათას აშშ დოლარამდე მიაღწია პოლიტიკური სუბიექტების რეკლამებზე გაწეულმა ხარჯმა. ამ თანხის 2/3 მმართველი პარტიისა და მისი წარმომადგენლების რეკლამებზე დაიხარჯა. კერძოდ, 3 თვეში „ქართულმა ოცნებამ” Facebook და Instagram რეკლამებზე 106 053 დოლარი დახარჯა. პარტიებს შორის მეორე ადგილზეა „ლელო საქართველოსთვის” 33 211 დოლარით, რომელსაც „სტრატეგია აღმაშენებელი” მოსდევს – 7 084 დოლარით.
აპრილი-ივნისის პერიოდში სარეკლამო დანახარჯების ზრდა გამოვლინდა გვერდების ყველა კატეგორიაში. საერთო ჯამში, გაორმაგდა მედიასაშუალებების მიერ Meta-ს რეკლამებისთვის გადახდილი თანხის ოდენობა. თუმცა, პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებმა რეკლამებში 6.7-ჯერ მეტი თანხა დახარჯეს, ვიდრე ერთად აღებულმა ყველა სხვა ქართულმა მედიასაშუალებამ.

ასევე დაგაინტერესებთ